16 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ისრაელმა ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული პაკეტების დროულად გადაადგილებას - ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, გააორმაგოს ძალისხმევა ღაზაში საზღვაო დერეფნის გახსნის მიზნით, რათა სექტორში ჰუმანიტარული დახმარება უფრო მეტი რაოდენობით გაიგზავნოს. თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებით, ვაშინგტონი მოუწოდებს ისრაელს, გაათავისუფლოს გზები, საიდანაც ანკლავი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს.

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ ღაზაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ვცდილობთ. აქ უდანაშაულო ხალხი სასოწარკვეთილია და, საშინელი ომის პირობებში, შიმშილობაში, გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს. თქვენ იცით, რომ, ამ თავდასხმის დროს, ისინი დახმარების მიღებას ცდილობდნენ. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ მეტს, პალესტინელების დასახმარებლად - გავაფართოებთ არა მარტო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებსაც, რათა ღაზაში რაც შეიძლება ჩქარა მიიღონ მათთვის საჭირო დახმარება. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ისრაელმა ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული პაკეტების დროულად გადაადგილებას,"- განაცხადა ბაიდენმა.

დღის ამბები