16 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" მიერ დაქირავებული პარტიული ლობისტებიც გვახსოვს საერთაშორისო მიმართულებით - ხატია დეკანოიძე "ფარას" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საერთაშორისო მიმართულებით, პარტიული ლობისტები, "ქართულ ოცნებასაც" ჰყავდა დაქირავებული.

მისი განმარტებით, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ბიუჯეტის ფულით დაქირავებული ლობისტებიც ვერ ახერხებენ საერთაშორისო ასპარეზზე "ქართული ოცნების" რეპუტაციის გამოსწორებას.

"ქართული ოცნების" მიერ დაქირავებული პარტიული ლობისტებიც გვახსოვს საერთაშორისო მიმართულებით. აქ უფრო მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" მოსაზრების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაქირავებული ლობისტებიც კი ვერ ახერხებენ იმას, რომ "ქართული ოცნების" რეპუტაცია გამოასწორონ საერთაშორისო ასპარეზზე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "Cornerstone Government Affairs"-ის მიერ 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ "კორნერსტოუნის ჯგუფის" მცდელობის მიუხედავად, კონგრესსა და სენატში სასურველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეხვედრებზე მოთხოვნები ძირითადად უპასუხოდ რჩებოდა. ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო ვერცერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება და მხოლოდ კონგრესის რამდენიმე თანამშრომელთან/სტაფერთან მოახერხა შეხვედრების ჩანიშვნა.

 
 
 
დღის ამბები