02 ივნისი 2024,   23:03
ვრცლად
ჩვენ გავდივართ უკიდურესად რთულ პერიოდს, ევროპაში ომს, როგორ ვუპასუხებთ ამას, არანაკლებ განსაზღვრავს ჩვენი კონტინენტის და ევროკავშირის ბედს - დევიდ მაკალისტერი

ბრიუგეში ევროკავშირის ერთიან საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე მსჯელობენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტის წევრმა დევიდ მაკალისტერმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაავშირებით ისაუბრა:

"ჩვენ გავდივართ უკიდურესად რთულ პერიოდს- ევროპაში ომს და ეს ხდება ჩვენს უახლოეს სამეზობლოში. ეს ნამდვილი გეოპოლიტიკური ცვლილებაა. როგორ ვუპასუხებთ ამას, არანაკლებ განსაზღვრავს ჩვენი კონტინენტის და ევროკავშირის ბედს. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვა უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის ფედერაცია შეაჩერებს თავის აგრესიულ ქმედებებს და დაუბრუნდება საერთაშორისო წესრიგს. მაგრამ მანამდე ჩვენ გვჭირდება მტკიცედ დგომა და უნდა ვიყოთ ერთიანი. ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი ამ პასუხის ნაწილია. მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად," - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკალისტერი.

ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაბიბ კი აცხადებს, რომ მათი მიზანია უკკრაინისთვის დახმარების გაგრძელება:

"რუსეთი მუდმივად იყენებს საკვებსა და ენერგიის საკითხს იარაღად. უკრაინაში ომიდან 2 წელზე მეტი გავიდა და ახალი რისკია ქვეყნის გადაღლისა და გამოფიტვის. ეს არის ნარატივი რომელსაც რუსეთი სულ უფრო აქტიურად ავრცელებს ჩვენს ირგვლივ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინელების პოზიციები ბრძოლის ველზე და დავეხმაროთ მათ. 10 დღის წინ შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე 13 ე პაკეტზე, ამ გზით სამიზნეში ამოვიღეთ რუსეთის შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება და პარალელურად გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის უნარებიც," - აღნიშნავს ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაბიბი.

დღის ამბები