14 აგვისტო 2026,   23:38
ვრცლად
საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "ITB Berlin 2024" მონაწილეობს
საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "ITB Berlin 2024" მონაწილეობს. მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 39 სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარმოდგენილი.
 
გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს წამყვანი ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.
 
გამოფენის სტუმრები საქართველოს სტენდთან ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. მიმდინარეობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლების ჩვენება.
 
ITB Berlin 2024-ის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობები დაამყარონ და ახალი ბიზნეს პარტნიორები აღმოაჩინონ.
 
ITB Berlin-ზე 132 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.
დღის ამბები