30 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
შვეიცარიის ალპებში 5 ცხედარი იპოვეს

შვეიცარიის ალპებში ხუთი დაკარგული მოთხილამურის ცხედარი იპოვეს. მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ზღვის დონიდან 3 706 მეტრის სიმაღლეზე, მთა ტეტ-ბლანშზე მიმდინარეობდა, - ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ყველა დაღუპული შვეიცარიელია. სამაშველო ოპერაცია 3 დღე გრძელდებოდა. ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ სამუშაოს "ძალიან ძლიერი ქარი, თოვა, ზვავსაშიშროება და ნულოვანი ხილვადობა" ართულებდა.

კიდევ ერთ დაკარგულ მოთხილამურეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები