30 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
უკრაინელი ერის გენოფონდის შესანარჩუნებლად, ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს სამხედროების რეპროდუქციული მასალის კონსერვაციის შესახებ - უკრაინული მედია

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების რეპროდუქციული მასალის პრეზერვაციის (იგივე კონსერვაცია, შენახვა) შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ უკრაინული მედია უმაღლეს რადაზე დაყრდნობით წერს.

ზელენსკის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ კანონპროექტის შემუშავების უმთავრესი მიზანი უკრაინელი ერის გენოფონდის შენარჩუნებაა.

დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო პირი გარდაიცვლება, სახელმწიფო მის რეპროდუქციულ მასალას, უსასყიდლოდ, 3 წლის განმავლობაში შეინახავს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ბიოლოგიური მასალის განაყოფიერებისთვის არგამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, მისი შემდგომი შენახვის ხარჯები იმ ადამიანმა გაიღოს, ვისაც სამხედრო პირი გარდაცვალებამდე ხელმოწერილ შესაბამის განცხადებაში მიუთითებს.

დღის ამბები