"არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართულნი. ერთ ქვაბში ჩაყრა არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, მიუღებელია, როდესაც ფინანსდება არა არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი პროექტები, არამედ მათი პოლიტიკური აქტივობები.
"არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეკოლოგიური, სოფლის მეურნეობის და მსგავსი საკითხებითაა დაკავებული, თუმცა არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის საეჭვო საქმიანობაში ჩართული, ასე ვიტყოდი. მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ, ღიად ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და ა.შ. ამიტომ, დიფერენცირებაა საჭირო. სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ სადმე ირიბად ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ეს არის ცუდი," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.