27 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
"როცა პარტნიორულ ურთიერთობებში ერთი პარტნიორი დაიწყებს საუბარს მხოლოდ იმაზე, რომ მე შენ დაგაფინანსე და შენ პრეტენზია არ უნდა გქონდეს, უკვე ნიშნავს, რომ როგორც პარტნიორს არ გიყურებს" - გურამ მაჭარაშვილი

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. პარტია "ხალხის ძალის" წევრს, გურამ მაჭარაშვილს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. 

"როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებში ერთი პარტნიორი დაიწყებს საუბარს მხოლოდ იმაზე, რომ მე შენ დაგაფინანსე ამდენით და შესაბამისად, შენ პრეტენზია არ უნდა გქონდეს, უკვე ნიშნავს იმას, რომ როგორც პარტნიორს შენ არ გიყურებს და გიყურებს როგორც ვასარს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ 2 მილიარდზე მეტია დაანგარიშებით იმ ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა მიღებული მსოფლიო სამშვიდობო მისიებში, რომლებსაც ჩვენი ბიჭები ნატოს ჯარისკაცებთან ერთად გადიოდნენ. ამ ხალხმა თავისი შრომა გაიღო სიცოცხლის ფასად და როდესაც შენ ამას პირდაპირ გვაყვედრი და ამბობ, რომ 30 წლის განმავლობაში 6 მილიარდი დახარჯე და აქედან უამრავი დაიხარჯა სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს იდენტობა გამქრალიყო, საქართველოში სუვერენიტეტი შელახულიყო და მართლმსაჯულება წაგეღო, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც პარტნიორს არ მიყურებ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები