10 მაისი 2024,   23:42
ვრცლად
ევროპულმა საბჭომ ბოსნია-ჰერცოგოვინას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გადაწყვიტა

"ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე. გილოცავთ! თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და ბოსნია-ჰერცოგოვინას მთავრობის მეთაურთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ეს ოფიციალური სარაევოსთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

"დღევანდელი გადაწყვეტილება არის უმთავრესი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მძიმე სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რათა ბოსნია და ჰერცოგოვინა სტაბილურად მიიწევდეს წინ, როგორც ეს თქვენს ხალხს სურს", - წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნა წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მომდევნო ეტაპია. 

დღის ამბები