27 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა კოსოვოს ევროსაბჭოს წევრად მოწვევას რეკომენდაცია მისცა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა კოსოვოს ევროსაბჭოს წევრად მოწვევას რეკომენდაცია მისცა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 31-მა ქვეყანამ, 4 წინააღმდეგ წავიდა - მათ შორის, სერბეთი. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა საბერძნეთმა.

ასამბლეა, რომელიც ევროსაბჭოს პარლამენტარებს 46 ქვეყნიდან აერთიანებს, კომიტეტის რეკომენდაციას 18 აპრილს სესიაზე განიხილავს.

კოსოვომ, რომლის დამოუკიდებლობასაც ევროკავშირის 5 წევრი ქვეყანა არ აღიარებს, ოფიციალურად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს წარადგინა.

დღის ამბები