16 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
ეს არის ჩვეულებრივი კამპანია, რომელიც არის დაფინანსებული უცხოეთიდან - გურამ მაჭარაშვილი სტენსილებზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თბილისში, სასამართლოს შეურაცხმყოფელი სტენსილების გამოჩენა იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება.

მისი განმარტებით, მსგავსი წარწერები და კამპანიის სხვა შემადგენელი ნაწილი, მიმართულია მართლმსაჯულების და სასამართლოს წინააღმდეგ, თუმცა ოპოზიცია შედეგს ვერ მიაღწევს, რადგან საქართველო და ქართული საზოგადოება ყოველთვის დაიცავს სუვერენიტეტს და მართლმსაჯულებას.

"ეს არის ჩვეულებრივი კამპანია, რომელიც არის დაფინანსებული უცხოეთიდან და აქედან გამომდინარეობს სწორედ "მოლოტოვის კოქტეილის" ყიდვაც, იმ საღებავების ყიდვაც და იმ ახალგაზრდების დაქირავებაც, ვინც ამ კედლებზე მოსამართლეების საწინააღმდეგო წარწერებს აკეთებენ. ვერ დაიმორჩილეს ქართული სასამართლო, ვერ დააზიანეს ქართული სასამართლო, ვერ მიიტანეს ქართული სასამართლო და ახლა უკვე კონკრეტული მოსამართლეებისთვის დასანქცირება მოიგონეს, "ვეტინგი" მოიგონეს, კეთილსინდისიერება უნდა შეუმოწმონ. ახლა კედლებზე რაღაც წარწერები. საზოგადოებამ რომ იცოდეს, ნებისმიერი ფორმა მიმართულია მართლმსაჯულების და სასამართლოს წინააღმდეგ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან საქართველო და ქართული საზოგადოება ყოველთვის დაიცავს სუვერენიტეტს და მართლმსაჯულებას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები