16 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
როდესაც ებრძვი გამჭვირვალობას და რაღაცის გამოაშკარავების გეშინია, ალბათ რაღაც გაქვს დასამალი - მაკა ბოჭორიშვილი

"გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს, "ქართული ოცნება" ბიუროზე წარადგენს. სხდომა პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე მმართველი გუნდის წევრებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რატომ არ არის ამ კანონში არაფერი საგანგაშო და რატომ არის საჭირო საზოგადოების ინფორმირება დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ:

"როდესაც ებრძვი გამჭვირვალობას და რაღაცის გამოაშკარავების გეშინია, ალბათ რაღაც გაქვს დასამალი. ასე რომ არ იყოს ასეთი ამბავი არ მოჰყვებოდა კანონს, რომელიც ეხება დაფინანსების გამჭვირვალობას. რა აქვთ ასეთი დასამალი ამ ორგანიზაციებს რომ ჩვენი პარტნიორების კეთილი მიზნები საქართველოში არ შეიძლება საზოგადოებამ იცოდეს. იცოდეს საზოგადოებამ თუ ვინ რა რესურსს დებს და თუ რამდენად ხმარდება ეს ჩვენს საზოგადოებას, ამას თავად გადაწყვეტენ,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. 

კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დაფინანსებაც უცხოეთიდან, 20%-ს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება. დოკუმენტში შეცვლილია მხოლოდ ტერმინი - "უცხოური გავლენის აგენტი“ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელმა ორგანიზაცია“ ჩაანაცვლა.

დღის ამბები