16 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
კამათი ბიუროს სხდომაზე - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი ინიციირებულია

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ინიციირებულია. ბიუროს სხდომა, სადაც კანონპროექტზე მსჯელობდნენ, კამათის ფონზე წარიმართა.

ახლა "ქართული ოცნების" წინადადებაზე მსჯელობა საკომიტეტო ფორმატში გაგრძელდება. პირველი სხდომა 12 აპრილს გაიმართება.

სასტარტო ეტაპი კი ცხარე დისკუსიით გაიხსნა. ოპოზიციამ ბიუროზეც გაიმეორა, რომ კანონი რუსულია. მათ მოუწოდეს სახელისუფლებო გუნდს, პროექტის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. იგივე მოწოდება ჰქონდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, რომელმაც სხდომის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვეტოც დაანონსაა.

დღის ამბები