თბილისში დიპლომატთა სპორტული შეჯიბრი, "დიპლომატთა თასი" იწყება. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს, სპორტის ოთხ სახეობაში: ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბილიარდში შეეჯიბრებიან.
გამარჯვებისთვის საქართველოს საგარეო სამინისტროს გუნდებთან ერთად: აზერბაიჯანის, სომხეთის, საბერძნეთის, ყატარის, თურქეთის, პოლონეთის, ირანის, და ყაზახეთის საელჩოები იბრძოლებენ.
ცნობისთვის, დიპლომატთა თასი - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პროექტია, რომელიც უკვე მეორედ ტარდება.