15 აგვისტო 2026,   21:08
ვრცლად
მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის დაუფიქრებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ - რიში სუნაკი

"მკაცრად ვგმობ ირანის რეჟიმის დაუფიქრებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი.

რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ისრაელისა და ბრიტანეთის რეგიონული პარტნიორების, მათ შორის, იორდანიისა და ერაყის უსაფრთხოების დაცვას.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელს შეუტია. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, "რკინის გუმბათმა" უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტების 99% მოიგერია.

დღის ამბები