18 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
ისრაელზე ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენი "დიდი შვიდეულის" ლიდერებს შეხვდება

ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩვენი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ირანისა და მისი მარიონეტების საფრთხის წინააღმდეგ არის რკინისებური,"- აცხადებ ჯო ბაიდენი.

ერთიანი დიპლომატიური პასუხის შეთანხმების მიზნით, დღესვე პრეზიდენტი ბაიდენი დღეს "დიდი შვიდეულის" ლიდერებს შეხვდება.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ გვინახავს თავდასხმები ჩვენს ძალებზე ან ობიექტებზე, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად ყველა საფრთხის მიმართ და ვიმოქმედებთ ჩვენი ხალხის დასაცავად,"-აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

დღის ამბები