28 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
აქციის მონაწილეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრა

აქციის მონაწილეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ. ამის შესახებ მოწოდება აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მათი მთავარი მოთხოვნაა, გაიწვიონ "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი და გაათავისუფლონ, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები.
 

"გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ ხელის აწევით მოგვცეთ უფლება და მანდატი, წარვუძღვეთ მშვიდობიან მანიფესტაციას. გამოჩნდება ორი დიდი გაშლილი ბანერი, რომელსაც ჩვენ წავუძღვებით წინ და გთხოვთ არავინ გასცდეს იმ ბანერს. წამოგვყევით მშვიდად, არაძალადობრივი, კონსტიტუციური უფლებით. მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

დღის ამბები