03 მაისი 2024,   21:27
ვრცლად
"ევროპული ბიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, რაც დაუშვებელია" - ეკა სეფაშვილი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას იმის შესახებ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, "ხალხის ძალის" წევრი, ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა და ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე.

"ევროპული ბიუროკრატიის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, რაც დაუშვებელია ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის გათვალისწინებით, რადგან საქართველო მტკიცედ ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას. გამჭვირვალობა არის წმინდად ევროპული ღირებულება. ის ფაქტი, რომ ევროკავშირი თვითონაც იღებს გამჭვირვალობის შესახებ ევროდირექტივას, რომელიც მალე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი იქნება, ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ აჩენს დამატებით კითხვებს," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები