06 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
იმართება დებატები საქართველოში ქართული კანონმდებლობის გამჭვირვალობის წინააღმდეგ, რაც უცნაურად მიმაჩნია, რადგან თვითონაც იღებენ კანონპროექტს, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრია - ეკა სეფაშვილი

ევროპარლამენტარების პოზიციას, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში უცნაურად მიიჩნევენ და კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მაშინ, როცა დასავლეთში თავად ევროკომისიის მითითებით ხდება მსგავსი კანონების მიღება, საქართველოს ამ მიმართულებით სვლას ხისტი წინააღმდეგობა ხვდება.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, ეკა სეფაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართული ხმამაღალი განცხადებები ცოტა უცნაურად ეჩვენება.

"იმართება დებატები საქართველოში ქართული კანონმდებლობის გამჭვირვალობის წინააღმდეგ, რაც ცოტა არ იყოს უცნაურად მიმაჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონაც იღებენ მსგავს კანონპროექტს, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრია. ეს არის ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროდირექტივა და ამ პირობებში, როდესაც მოიცალეს საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე სამსჯელოდ, ცოტა არ იყოს, არაბუნებრივად ჩანს. თუმცა, გასაგებია, რომ ისინი ასრულებენ გარე აქტორების დაკვეთას," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

 

დღის ამბები