"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი ამბობს, რომ ხაბეიშვილი თავად შეიჭრა პოლიციის რიგებში და იქიდან პროპორციულ ძალა იყო გამოყენებული.
"რაც შეეხება ხაბეიშვილის დაზიანებებს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მასთან პოლიციელი არ მისულა, ეს კადრებშიც ჩანს. რა თქმა უნდა, ძალადობა ყველა მხრიდან დასაგმობია, თუმცა ის, რომ შენ შეიჭრები პოლიციის რიგებში და იქ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებ პოლიციებს, ბუნებრივია, იქიდან პროპორციული ძალა იქნება. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიების არავის არ ეშინია, ყველა გამოძიება, რაც კი წარმართულა და დამთავრებულა, დამთავრებულა მაგათ საწინააღმდეგოდ. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სასამართლოებში. ნურავის ნუ აშინებენ გამოძიებით," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.