16 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
მთავარი გზავნილი ისაა, რომ ეს კანონი ძირს გამოუთხრის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას - თეონა აქუბარდია მილერის განცხადებაზე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან" დაკავშირებით, დასავლეთიდან ისევ კრიტიკა ისმის. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა მეთიუ მილერის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს და "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული პროექტი, "ფარას" მსგავსი არ არის.

ოპოზიციას საერთაშორისო კრიტიკა არ უკვირს და ყურადღებას პერსონალური სანქციების აუცილებლობაზე ამახვილებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზოგიერთი საერთაშორისო აქტორის პოზიცია, გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით, ორმაგი სტანდარტია. საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის მიღების შეჩერებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ პოზიცია ვერც პერსონალურ სანქციებზე მინიშნებით გადაიხედება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მთავარი გზავნილი არის ის, რომ ეს კანონი ძირს გამოუთხრის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და დააზიანებს საქართველოს ნატო-ში სწრაფვას.

"მთავარი გზავნილი, რომელიც გზავნილების ნაწილში უფრო მძიმდება, არის ის, რომ ეს კანონი ძირს გამოუთხრის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და დააზიანებს საქართველოს ნატო-ში სწრაფვას, რომელი ალიანსის წევრიც არის თავად აშშ. "ფარას" კანონმდებლობით, ყველა ქვეყანა ერთ ყუთში არ იყრება და ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმის, რომ ყველა არასამთავრობოს არ ეხება ეს, განსხვავებით იმ კანონისგან, რომელსაც ქართულს ეძახიან. ეს გაფრთხილებები იქნება იქამდე, სანამ კანონპროექტი კანონად იქცევა. შემდეგ, უკვე ღიად გვეუბნებიან, რომ ამას მოჰყვება რეაგირება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას, განცხადებით, სანქცირების მომხრე არ არის, თუმცა ეს შეიძლება იყოს ქართველი ხალხისთვის დამხმარე ინსტრუმენტი ამ ბრძოლაში.

"მილერისა და შოლცის განცხადებების მერე, თავისთავად ცხადი იყო, საით მიდიოდა ეს სიტუაცია. როდესაც მთელი დასავლეთი გეუბნება, რომ ეს არ არის დასავლური საქციელი, ევროპაში ასე ვერ შეხვალთ, ჩვენ კი იმავეს ვაგრძელებდით... ჩემი აზრით, სანქცირება არ არის გამოსავალი და არც ვგულშემატკივრობ ამას, სანქცირება შეიძლება იყოს დამხმარე ქართველი ხალხისთვის ამ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ და არა სხვების", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები