პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის, განცხადებით, საოცარია, რომ დასავლელი პარტნიორები გამჭვირვალობას პრორუსულად ასახელებენ.
ვოლსკიმ აშშ-დან მოსალოდნელ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, არაფორმალურად, უკვე სანცირებულია და არ არსებობს თემა, რომელიც მას საკუთარ პოზიციებს შეაცვლევინებს.
"საოცარია ის, რომ გამჭვირვალობას გვისახელებენ, როგორც პრორუსულს. ერთადერთი, მთავარი თემა არის ის, რომ პასუხისმგებლობა გქონდეს საზოგადოების წინაშე და ვერ გაუბედო მას ისეთ თემებზე საუბარი, რომელიც აშკარად, საქართველოს დესტაბილიზაციისკენ მიათრევს, რაც ამათ უნდათ, რომ გააკეთონ. როგორც კი გამჭვირვალობის შესახებ კანონის პრინციპი დაისადგურებს ამის შესაძლებლობა აღარ იქნება.
რაც შეეხება სანქციებს, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, არაფორმალურად, დასანცირებულია, უნდა იცვლიდეს პოზიციას და უნდა დაუპირისპირდეს იმ ინტერეს, რომელიც ჩვენს ერს აქვს და მისი გადარჩენის აუცილებელი პირობაა. პრაქტიკულად, ის, არაფორმალურად, დასანქცირებულია, ვიცით, რომ აქ რამდენიმე მილიარდზეა ლაპარაკი, რომლის უდიდესი ნაწილი, როგორც ხმარდებოდა, ასევე ხმარდება და მომავალშიც გათვალისწინებული იყო საქართველოს საჭიროებებისთვის. ეს საჭიროება არსებობს, მაგრამ თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს პოზიცია შეაცვლევინონ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.