
უკრაინაში ომი გრძელდება - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, დაიჭრა 74 წლის მამაკაცი. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება სუმის რეგიონის მიმართულებითაც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დონეცკში იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებითაც.
შეტაკებები სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკისთვისაც მიმდინარეობს. ხარკოვში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, ტერიტორია 4 000-მა ადგილობრივმა დატოვა.