16 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
მზად ვართ დაველაპარაკოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც რეალურად არის მოტივირებული, ამ კანონპროექტმა საუკეთესო ფორმა მიიღოს - ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, მზად არიან შეხვდნენ და დაელაპარაკონ ყველა იმ ადამიანს, რომელიც რეალურად არის მოტივირებული, კანონპროექტმა საუკეთესო ფორმა მიიღოს. 

"ყველა განცხადება, რომელიც მოჭრილად გვეუბნება, რომ ჩვენ თურმე არ უნდა განვიხილოთ ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, ჩარევაა ჩვენს უფლებამოსილებაში. ვერ გამოვრიცხავ იმას, როგორც რიგ სხვა შემთხვევებში იყო, რომ ევროპარლამენტარები თუ სხვადასხვა ყოფილი თანამდებობის პირები ევროპაში მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მაშველ რგოლად გვევლინებიან. ისინი ლობისტებს წარმოადგენენ ამ მავნებლური და სისხლიანი მმართველობის, "ნაციონალური მოძრაობის". ამიტომ, არ გამოვრიცხავთ, რომ ბევრი იქნება ასეთი განცხადებები. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ, დაველაპარაკოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც რეალურად არის მოტივირებული, რომ ამ კანონპროექტმა საუკეთესო ფორმა მიიღოს," - ამბობს ნინო წილოსანი.

დღის ამბები