16 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"გამოვედით, ვაპროტესტებთ, არ გავჩერდებით და არ დავიღლებით" - დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტილია

პროტესტი გრძელდება - დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტილია. ამჯერად სიტყვით გამომსვლელები სტუდენტები არიან.

მათი მთავარი მოთხოვნა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევაა. მიაჩნიათ, რომ სადავო ინიციატივის კანონად ქვეცა ქვეყანას ევროპულ მომავალს წაართმევს.

"გამოვედით, ვაპროტესტებთ, არ გავჩერდებით და არ დავიღლებით. ევროპა არის ჩვენი ოჯახი და ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ", - განაცხადა აქციის მონაწილემ სიტყვით გამოსვლის დროს.

დღის ამბები