16 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
პოლიტიკოსები აქციაზე - ოპოზიციონერი ლიდერების სცენაზე გამოსვლას აქციის მონაწილეების ნაწილი შეძახილებით შეხვდა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სცენაზე გამოსვლას, აქციის მონაწილეების ნაწილი შეძახილებით შეხვდა. "ლელოს" ლიდერს დემონსტრანტები სტვენით, შეძახილებითა და თვალებში ლაზერის მინათებით უშლიდნენ ხელს.

მამუკა ხაზარაძესთან ერთად იდგნენ ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც, თუმცა სცენაზე არ აუშვეს მეორე "გირჩი" - სანდრო რაქვიაშვილი. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით აქციის პოლიტიკური მიზნები დადასტურდა.

რუსთაველის გამზირზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კი, მმართველი გუნდი დარწმუნდა, რომ მათი ოპონენტები ახალგაზრდებს საკუთარი რადიკალური გეგმებისთვის იყენებენ.

რატომ მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან განსაკუთრებული პროტესტი მამუკა ხაზარაძის გამოჩენას - "ლელოში" დღეს საკუთარი ლიდერის დაცვა და მომხდარის გამართლება სცადეს.

"ლელოს" მსგავსად, დღეს მათი კოლეგებიც ამტკიცებდნენ, რომ საპროტესტო აქციები პოლიტიკურად მართული არ არის. სცენაზე ასვლის მიზანი კი, მათი თქმით, იმის დადასტურება იყო, რომ ოპოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთიანია.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ აქციებზე პოლიტიკოსების გააქტიურება ქუჩის პროცესებთან მათ კავშირს და მიზანს ადასტურებს.

ოპოზიციის ნაწილმა საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა.  

 

დღის ამბები