"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია, დამონტაჟებულია სცენა და დაიწყო სიტყვით გამოსვლებიც.
რუსთაველის გამზირზე გამოჩნდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ადგილზე სამართალდამცველების მასშტაბური მობილიზება არ არის. დემონსტრანტები თავისუფლად გადაადგილდებიან ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქციას ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდებიან. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.
გარდა ამისა, როგორც აქციაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა აღნიშნა, მათ გმირთა მოედანზე მყოფი აქციის მონაწილეებიც უერთდებიან.
რა გეგმა აქვთ დღეისთვის მომიტინგეებს, ამ ეტაპზე უცნობია.