16 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"ტვ-იმედის" ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანმა "ნაცმოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათი საქმიანობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ოფისში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია და სხვა ლიდერები დაიბარეს, რა დროსაც მათსა და დავით კეზერაშვილის ცოლისძმას, დიმიტრი ჩიქოვანს შორის კონფლიქტი მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ: "ჩიქოვანმა ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა და განაცხადა, რომ უკმაყოფილოა და მეტი მუხტი სჭირდება. წყაროს ინფორმაციით, ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ მილიონზე მეტი აქვს უკვე დახარჯული და მათგან შედეგს ვერ იღებს. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები თათბირის შემდეგ მძიმე შეურაცხყოფის გამო გამოხატავდნენ უკმაყოფილებას", - ვკითხულობთ "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები