16 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ერთობისთვის, იმისათვის, რომ ჩვენ თუნდაც კომპრომისების ხარჯზე მივაღწიოთ ერთიანობას - გიორგი კაპანაძე პრეზიდენტის ინიციატივაზე

პრეზიდენტმა თქვა, რომ ის იქნება ევროპული ფრონტის ლიდერი არჩევნებზე. თუ გაქვთ ამ თემაზე კონსულტაციები, რა ტიპის ფრონტსა თუ პლატფორმაზეა საუბარი, შედის ამაში ყველა პარტია თუ არა და სად იქნება ამ დროს "ნაციონალური მოძრაობა"? - "ღამის კურიერის" წამყვანის კითხვას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე პასუხობს.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის გამარჯვების პლატფორმისთვის და ერთიანობისთვის.

"თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ გამოაცხადა და გამოაქვეყნა პოსტი და ყველას, მთელ ოპოზიციურ პარტიას მოუწოდა ერთიანობისაკენ. ჩვენი ნაბიჯი და სურვილი არის ერთიანობა, რა თქმა უნდა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ეს ოფიციალურად დაადასტურა და სრულიად საზოგადოებას შესთავაზა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ერთობისთვის, მზად არის იმისათვის, რომ ჩვენ თუნდაც კომპრომისების ხარჯზე მივაღწიოთ ერთიანობას და ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გაიმარჯვოს იმიტომ, რომ დაკვეთა არის ერთობა და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.

დეტალები ალბათ უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების კოალიცია" მზად არის ერთობისთვის და იმისთვის, რომ შეასრულოს ჩვენი ხალხის და საზოგადოების დაკვეთა, და საბოლოო ჯამში ყველამ ერთად - ჩვენმა შვილებმა, ახალგაზრდებმა, მთელმა საზოგადოებამ ერთობლივად მივაღწიოთ იმას, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, დამარცხდეს ეს ხელისუფლება და საქართველო გახდეს სწრაფად ევროკავშირის წევრი," - აცხადებს გიორგი კაპანაძემ.

დღის ამბები