16 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება სალომე ზურაბიშვილი, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება, "ქართული ოცნება" არის ხელისუფლება, ვისაც აქვს უდიდესი შანსი კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს - კახა კალაძე

ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება სალომე ზურაბიშვილი, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება და ა.შ. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის ევროპული პლატფორმის ლიდერი იქნება.

კახა კალაძის შეფასებით, პრეზიდენტს არაერთხელ დაურღვევია კონსტიტუცია და გასაკვირი არაა ამას თუ კიდევ გააკეთებს.

"მე არ ვიცი ეგ, რა ფორმით უნდა გაკეთდეს. თუ ეს გადაწყვიტა და ამას გააკეთებს, კონსტიტუციის დარღვევაა, თუმცა არაერთხელ დაურღვევია კონსტიტუცია და მგონია, რომ ახლაც იკადრებს და იმავეს გააკეთებს.

ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება სალომე ზურაბიშვილი, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება და ა.შ. დღეს "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, ვისაც შეუძლია დაიცვას ამ ქვეყნის ინტერესი და არავის არ მისცეს შესაძლებლობა იგივე მოხდეს, რაც უკრაინაში ხდება. "ქართული ოცნება" არის ის ხელისუფლება, ვინც იცავს ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ინტერესს და "ქართული ოცნება" არის ის ხელისუფლება, ვისაც აქვს უდიდესი შანსი კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი," - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები