თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან ინტენსიურია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველი ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, ანკარაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.
"თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან ინტენსიურია. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროსი. ენერგეტიკა ერთ-ერთი სფეროა, რომელშიც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. საქართველოდან თურქეთში ენერგეტიკის უწყვეტი ექსპორტი ხორციელდება, ასევე თურქეთის მხრიდან გვაქვს ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში. საუბარია იმაზე, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო იყოს და გაიზარდოს შესაძლებლობები. ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სატრანსპორტო პროექტებზე და ძალიან მნიშვნელოვან ფლაგმან ინიციატივებზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია და თურქეთის შესაძლო მონაწილეობაზე,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.