27 ივლისი 2024,   08:07
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ორგანიზატორების მიმართვა და სამოქმედო გეგმა არ გაჟღერებულა - დემონსტრანტების დიდმა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა

რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია. თუმცა, წინა დღეებისგან განსხვავებით, დღეს ადგილზე არ არის დამონტაჟებული სცენა და, შესაბამისად, არც აქციის ორგანიზატორების მიმართვა ისმის. ასევე, არ გაჟღერებულა სამოქმედო გეგმა.

სწორედ ამიტომ, დემონსტრანტების დიდმა ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა. თუმცა, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი კვლავ რჩება.

დღის ამბები