16 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან მზაობა კონსულტაციებისთვის, თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რომელიც დღემდე არ მიგვიღია, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე - ირაკლი კობახიძე

"მე პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან, ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რომელიც უკავშირდება ამ კანონს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.

პრემიერის თქმით, თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, იქნება დისკუსია ყველა თემაზე.

"მე პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან, ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს, კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რომელიც უკავშირდება ამ კანონს, ოღონდ ვინმემ რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდოს ამ კანონთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ვართ მყისიერად მზად განხილვისთვის. თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რომელიც დღემდე არ მიგვიღია, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები