"უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონს საერთაშორისო პარტნიორები აკრიტიკებენ. დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას საქართველოში უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი კი აქცენტს გამჭვირვალობის აუცილებლობასა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე აკეთებს.
"ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში, ძირითადად, პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც არის არამართლზომიერი და არაკონსტიტუციური, ეს უნდა გახდეს საჯარო და ხალხისთვის გასაგები, რომ ადამიანებმა შეაფასონ. რა თქმა უნდა, ბევრს უჭირს ამაზე დათანხმება, თუმცა რამდენჯერმე ითქვა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩმაც თქვა, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ ვართო, ეს, საბოლოო ჯამში, გამოჩნდება, არიან თუ არა გამჭვირვალობის წინააღმდეგნი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.