16 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი, შარლ მიშელი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში - პარტნიორების მხრიდან კრიტიკა კვლავ ისმის

ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი, შარლ მიშელი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში - კრიტიკა პარტნიორების მხრიდან კვლავ ისმის. მიზეზი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონია. ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან, რადგან კანონის მიღება მათთვის ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ გზიდან გადახვევაა.

უპასუხო რჩება კითხვა - რა არის კანონში ცუდი? ამ ფორმით გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი პარტნიორების შეშფოთებას. მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უცხოური ჩარევების პრევენცია თავად ევროკომისიის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის საკვანძო საკითხია. ფონ დერ ლაიენი პირობას დებს, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ის შექმნის "ევროპული დემოკრატიის ფარს " უცხოურ ჩარევებთან საბრძოლველად.

ოპონენტები მმართველ გუნდს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციების გაზიარებას ურჩევენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა ქვეყანას იზოლაციამდე მიიყვანს.

კანონის ინიციატორები ყურადღებას კვლავ ფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ამახვილებენ. მმართველი გუნდის წევრებისთვის გაუგებარია, რატომ ეკრძალება საქართველოს ის, რაც ევროპისთვის გადაუდებელი აუცილებლობაა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში, ვეტოს ფორმატში გაგრძელდება. შესაბამისად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაირკვევა, შევა თუ არა კონკრეტული ცვლილებები პროექტში.

დღის ამბები