18 ოქტომბერი 2024,   07:09
ვრცლად
ჩემს უკრაინელ მეგობრებს ვთხოვ ყურებზე ხელი აიფარონ. ბატონებო, თქვენ პრაქტიკულად წააგეთ ომი, უკრაინა წლის ბოლომდე ხარკოვს დაკარგავს, შემდეგ წელს კი ოდესას - ხადარკოვსკი

რუსი ოპოზიციონერი, მიხაილ ხადარკოვსკი, უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. პოლიტიკოსმა რუსეთის, ევროპის, შტატებისა და უკრაინის ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მოცემული მდგომარეობით, უკრაინამ ომი წააგო.

როგორც ხადარკოვსკი ამბობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინელები წინააღმდეგობას გააგრძელებენ, ორი წლის განმავლობაში დიდ ქალაქებსაც დაკარგავენ.

"ჩემს უკრაინელ მეგობრებს ვთხოვ ყურებზე ხელი აიფარონ. ბატონებო, თქვენ პრაქტიკულად წააგეთ ომი უკრაინაში, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი ომამდე 160 მილიარდი დოლარი იყო. რუსეთის 2.2 ტრილიონი, გერმანიის 4.1 ტრილიონი, ევროკავშირი 17 ტრილიონი.

პუტინი ომისთვის წელიწადში 120 მილიარდ დოლარს ხარჯავს. გამოდის, რომ ის მშპ-ის დაახლოებით 5.4-ს ომზე ხარჯავს. ევროკავშირის დახმარება უკრაინისთვის ომის ორი წლის განმავლობაში 88 მილიარდ დოლარს მშპ-ს 0.25%-ს შეადგენს. ამერიკული დახმარების გათვალისწინებით ომის ხარჯის შეფარდება არის 2.5 ერთთან. წელს კი ამერიკელების დახმარებუის გარეშე ოთხი ერთთან საუკეთესო შემთხვევაში. არ არის გასაკვირი, რომ ომის დასაწყისში უკრაინისა და რუსეთის მოსახლეობის შეფარდება 40 მილიონი 142 მილიონთან იყო, ანუ 3.5 ერთთან. როგორ უნდა იბრძოლონ ასეთი შეფარდების პირობებში? მომარაგებისა და ძალების ასეთ პირობებში?

უკრაინა წლის ბოლომდე ხარკოვს დაკარგავს, შემდეგი წლის შუა ნაწილში კი ოდესას. 2026 წლის დასაწყისისთვის უკრაინა პარტიზანულ ომზე გადავა. ლვოვს შეინარჩუნებს თუ იქ ნატოს ჯარები შევლენ პოლონეთის სახით. და ეს ყველაფერი საუკეთესო სცენარია. თუ უკრაინელები ყველაფრის მიუხედავად გმირულად გაუწევენ წინააღმდეგობას, სხვა შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით სწრაფად მოხდება.

ამასთანავე, არავინ განახორციელებს შეტევას უკრაინის დიდ ქალაქებზე რადგან მომარაგების გარეშე ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. მაშინ რატომ არ ვღალატობთ უკრაინას? იქნებ პუტინი დაიპყრობს და დაწყნარდება? ან იქნებ ვაჭრობით რამდენიმე რეგიონი შევინარჩუნოთ, იქნებ კიევიც კი. მაგრამ მაშინ გულგატეხილებმა ვუთხრათ უკრაინელებს, შეწყვიტეთ უაზრო წინააღმდეგომა, მაგრამ მაშიორ წელიწადში გაერთიანებული რუსულ-უკრაინული ჯარი პოლონეთის საზღვართან იდგება. ხალხი განაწყენებული იქნება, საკვები დასჭირდებათ ჯარისთვის ფულს იხდიან," - აცხადებს მიხაილ ხადარკოვსკი.

დღის ამბები