16 ნოემბერი 2024,   10:21
ვრცლად
შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ეკონომიკურ, ფინანსურ სექტორს კიდევ თავისი პატრონი გამოუჩნდა ამ შეთქმულების გეგმის რეალიზების მიზნით - გიორგი ვოლსკი 

"შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ეკონომიკურ, ფინანსურ სექტორს კიდევ თავისი პატრონი გამოუჩნდა ამ შეთქმულების გეგმის რეალიზების მიზნით", - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ქართული ბანკების აქციების ვარდნას. 

ამის ერთ-ერთ მაგალითად კი მათ BBC-ის რადიოს ეთერში "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" დირექტორის მოადგილის, ირინე გურულის სტუმრობა მოჰყავთ, რომელმაც, მათი თქმით, ჯერ კიდევ 13 მაისს ისაუბრა თემაზე "პროტესტი საქართველოში: დააზიანებს თუ არა ახალი კანონი საქართველოს ეკონომიკას?"

უმრავლესობის განცხადებით, 2 დღეში, 15 მაისს ლონდონის ბირჟაზე ბანკების აქციები დაეცა. 

"ეს არის შეთქმულთა ჯგუფის ერთი ნაწილი. შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ეკონომიკურ, ფინანსურ სექტორს კიდევ თავისი პატრონი გამოუჩნდა ამ შეთქმულების გეგმის რეალიზების მიზნით. არამხოლოდ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში, საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ბბს-მ, და ნახევარი საათი ისაუბრეს იმაზე, რომ თითქოს საქართველოში უკვე მომხდარია მეიდანიზაცია, სისხლისღვრა მიმდინარეობს, დაპირისპირებას არანაირი სხვა გამოსავალი არ აქვს და პერსპექტივაში ეკონომიკას, რასაკვირველია სერიოზული ზარალი მიადგება. 

ამ დიდი დეზინფორმაციის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომ მთელი საზოგადოება არის ხელისუფლების წინააღმდეგი და წმინდა პრაგმატული გადაწყვეტილებით შეიძლება ინვესტორი დაშინდეს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები