16 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრებ, ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი ხდება - თეა წულუკიანი

ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი ხდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, გარკვეული პირების სიხარული, თითქოს ლარს რაღაც გაჭირვება და პრობლემა აქვს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

"გარკვეულმა ძალებმა სიხარულის ყიჟინა დასცეს, როდესაც დაინახეს, რომ თითქოს, ლარს რაღაც გაჭირვება და პრობლემა აქვს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი ხდება, რომ ჩვენმა სისტემამ ამ რყევის შედეგად რაიმე მტკივნეულად განიცადოს და აღიქვას," - აცხადებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი. 

დღის ამბები