საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაური დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.