25 ივნისი 2024,   10:48
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მეორე H 145 ვერტმფრენი შეემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი, მეორე ახალი ევროპული ტიპის  H 145 ვერტმფრენი შეემატა. სასაზღვრო პოლიციისთვის ვერტმფრენის გადაცემის ცერემონია გერმანიაში Airbus Helicopters-ის საწარმოში გაიმართა. ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით.

ახალი ბორტი დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ვერტმფრენის ტრანსპორტირება ქართულმა ეკიპაჟმა განახორციელა, რომელმაც გადამზადება გერმანიაში Airbus Helicopters-ის​ სასწავლო აკადემიაში გაიარა. 3 ვერტმფრენის გადმოცემასთან დაკავშირებით ფრანგულ კომპანიასთან ხელშეკრულება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის დეკემბერში გააფორმა. მესამე ბორტს ქართულ მხარეს 2024 წლის ივნისამდე გადმოსცემენ.

 

დღის ამბები