16 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
ყველა მხრიდან ჩვენ წავაწყდით ყრუ კედელს, არავის სურს საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარი - ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციას არ იცვლის და ვეტოს დასაძლევად ემზადება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სანქციები არ აშინებთ და შანტაჟს არ ექვემდებარებიან, სწორედ ამიტომ, მომავალი კვირიდან, საკანონმდებლო ორგანოში ვეტოს დაძლევის პროცესი დაიწყება.

საკითხზე იურიდიული კომიტეტი ორშაბათს იმსჯელებს.

"ჩვენ რამდენჯერაც გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ამ კანონთან დაკავშირებით თუ გაქვთ ვინმეს საქმიანი, სამართლებრივი კონსტრუქციული მოსაზრება, მზად ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით დავსხდეთ და ვისაუბროთ. მაგრამ, ყველა მხრიდან ჩვენ წავაწყდით ყრუ კედელს. არავის არ სურს საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან საუბარი," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები