"ჩვენ, რა თქმა უნდა, დავძლევთ ვეტოს, იმიტომ, რომ აქ საუბარი არის ქვეყნის ინტერესებზე, საუბარი არის სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე", - ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ გააკეთა. როგორც თბილისის მერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი ამბობს, შტატების მხრიდან სანქციებზე საუბარი წარმოუდგენელია.
"წარმოუდგენელია, როდესაც ერთი ქვეყანა, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, სანქციებს აწესებს იმის გამო, რომ საქართველოში ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და რომლის პირდაპირი მოვალეობა არის კანონების მღება, იღებს კანონს და ამის გამო ხდება დასანქცირება. წარმოუდგენელია უბრალოდ ასეთი ქმედებები. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავძლევთ ვეტოს, იმიტომ, რომ აქ საუბარი არის ქვეყნის ინტერესებზე, საუბარი არის სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის," - აცხადებს კახა კალაძე.