16 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
თუ საჯაროდ არ გვეშინოდა ამ სანქციების, დამალული სია თუ ექნებათ, იქ რატომ იქნება შიში - გურამ მაჭარაშვილი

"ვერ გაჭრა იმ მუქარამ, გამომდინარე ჩვენი პასუხებიდან, როგორც ჩანს მიხვდნენ და ახლა გადავიდნენ დამალობანას თამაშზე" - ამ განცხადებით გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის მხრიდან სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის დაანონსებას ეხმაურება. 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო"ბრაიენის განცხადებით, იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ, არ გამოქვეყნდება. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს საზოგადოებისგან არის მიღებული ლეგიტიმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას სჭირდება გამჭვირვალობა.

"ვერ გაჭრა იმ მუქარამ, გამომდინარე ჩვენი პასუხებიდან, როგორც ჩანს მიხვდნენ და ახლა გადავიდნენ დამალობანას თამაშზე. გვეუბნებიან, რომ ვის დავასანქცირებთ, არ გეტყვითო. თუ საჯაროდ არ გვეშინოდა ამ სანქციების, დამალული სია თუ ექნებათ, იქ რატომ იქნება შიში? ეს გადაწყვეტილება მარტო ჩვენ კი არ გვაქვს მიღებული, რომ ვეტო უნდა დაიძლიოს, არამედ საქართველოს საზოგადოებისგან გვაქვს მიღებული ლეგიტიმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა. ამ კანონით ხდება მხოლოდ ის, რომ შეიქმნება ერთი ვებ გვერდი, სადაც უნდა გამოქვეყნდეს, რა თანხები ირიცხება ენჯეოში და სად ხარჯავენ ამ თანხებს. ამაზე აქვთ ატეხილი ჟრიამული. რაც მალე მიხვდებიან, რომ ჩვენთან ჯობია მეგობრობა, ვიდრე წინააღმდეგობის გაწევა, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები