26 მაისს, თანამებრძოლები მოგვიკლეს, სანქციები არავის უხსენებია, ეს არის შერჩევითი სამართალი, - ამის შესახებ განცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აცხადებს.
"იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ უამრავ გამოწვევას გაუძლო, გააუმჯობესა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და სხვა უამრავი მიმართულება, პარტნიორულ ურთიერთობებს არანაირად არ შეესაბამება და შერჩევითი სამართალია ამ დროს სანქციებზე საუბარი. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება. გაირკვევა სიმართლე, ისე როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ახლახანს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. როდესაც ევროპელი პარტნიორები მის ქვეყნიდან გაყვანისკენ მოგვიწოდებდნენ და პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ" - აცხადებს ცოტნე ანანიძე.