17 ივნისი 2024,   23:04
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 3 და დაშავდა 2 ადამიანი

უკრაინაში ომი გრძელდება - ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 3 და დაშავდა 2 ადამიანი. იერიში იყო ერთ-ერთ სოფელზე ხერსონის ოლქში, სადაც 2 სამოქალაქო პირი დაზარალდა.

28-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება, მოხდა 127 აფეთქება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტზე 95 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ყველაზე რთული ვითარებაა კუპიანსკისა და პოკროვსკის მიმართლებით. ზელენსკიმ უკრაინის მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, კიევს ნება დართონ, რომ მათ დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშისთვის გამოიყენონ. გერმანია ამის წინააღმდეგია. განცხადება შოლცმა გააკეთა. შვედეთმა კი მედიის ინფორმაციით, უკრაინას ამის ნება დართო.

დღის ამბები