16 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე: მეორდება ისტორია, 2020-დან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა "შალიკოს ფანჩატურიდან" "სალომეს ფანჩატურამდე" ისე, რომ პოლიტიკურად და მორალურად მილიმეტრითაც ვერ წაიწია, ან კი სად აქვთ ამის რესურსი

"როგორც ამბობენ, ისტორია მეორდება ერთხელ ტრაგიკომედიის, მეორეჯერ კი ფარსის სახით. მეორდება ჩვენთანაც ისტორია. 2020 წლიდან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა "შალიკოს ფანჩატურიდან" "სალომეს ფანჩატურამდე", - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ წლების მანძილზე, ოპოზიციამ მორალურად წინ ვერ წაიწია, რისი ერთ-ერთი დადასტურებაც, ოპოზიციონერ ხატია დეკანოიძის განცხადებაა, რომ პირადად გადაგზავნა ევროპაში და აშშ-ში კოლეგა დეპუტატების სია, რომ მათთვის სანქციები დაედოთ.

"როგორც ამბობენ, ისტორია მეორდება ერთხელ ტრაგიკომედიის, მეორეჯერ კი ფარსის სახით. მეორდება ჩვენთანაც ისტორია. 2020 წლიდან 2024 წლამდე რადიკალურმა ოპოზიციამ განვლო გზა "შალიკოს ფანჩატურიდან" "სალომეს ფანჩატურამდე" ისე რომ პოლიტიკურად და მორალურად ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წაიწია. ან კი სად აქვთ ამის რესურსი. მათი მორალური დეგრადაციის კიდევ ერთი მაჩვენებელი იყო დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადება, რომ პირადად გადაგზავნა ევროპაში და აშშ-ში კოლეგა დეპუტატების სია, რომ მათთვის სანქციები დაედოთ", - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

დღის ამბები