26 ივნისი 2024,   15:26
ვრცლად
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, ტყეში უკანონოდ მოპოვებული 12 კუბურ მეტრამდე მასალაა აღმოჩენილი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი ადგილობრივ მკვიდრს, უკანონო სახერხი საამქრო, საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა განთავსებული.

დაურეგისტრირებელი საამქროები დალუქულია ხოლო, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

დღის ამბები