საქართველოს უახლესი ისტორიის მემატიანე და თანამონაწილე - "რუსთავი 2" 30 წლის გახდა.
ტელეკომპანიამ მაუწყებლობა რუსთავში დაიწყო, შემდეგ თბილისში გადმოვიდა და მსოფლიოში არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც "რუსთავი 2-ის" მიკროფონით ჟურნალისტები მაყურებელს ამბებს არ აცნობდნენ.
ტელევიზიამ, 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, არაერთი გამოწვევა და სირთულე დაძლია და დღეს კვლავ პირველი აცნობს მაყურებელს ახალ ამბებს.