29 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ომი უკრაინაში - საჰაერო განგაში აღმოსავლეთით რამდენიმე ოლქში ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება, საჰაერო განგაში აღმოსავლეთით რამდენიმე ოლქში ჩაირთო. საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით რუსულმა ძალებმა საღამოს უკრაინის ჩრდილოეთით დრონების ჯგუფი გაუშვეს.

ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროში. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 124 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, იტალიამ დაადასტურა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემენ.

შვეიცარიის ზედა პალაატამ კი უკრაინისთვის 5 მილიარდ 580 მილიონი დოლარის დახმარების გეგმა უარყო, იმის გამო, რომ ეს ნეიტრალური ქვეყნის სესხის აღების შეზღუდვებს დაარღვევს.

დღის ამბები