29 სექტემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ბაიდენი, აშშ-მექსიკის საზღვრის გაკონტროლების მიზნით, თავშესაფრის მინიჭებაზე ახალ შეზღუდვებს აწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტები, შეიძლება, სწრაფად დაადეპორტონ, ან მექსიკაში დააბრუნონ.

“ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი. ეს აკრძალვა ძალაში დარჩება ვიდრე, არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომლის ეფექტურად მართვასაც ჩვენი სისტემა შეძლებს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.

გამონაკლისი შეეხებათ ბავშვებს, რომლებიც საზღვარს თანმხლები პირის გარეშე კვეთენ, ადამიანებს, რომლებსაც ემუქრებათ სერიოზული სამედიცინო ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან.

აკრძალვა შეჩერდება, როდესაც საზღვარზე დაკავების მაჩვენებელი სამი კვირის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, 1 500 შემთხვევამდე შემცირდება.

დღის ამბები